ღონისძიებები

ინტელექტუალური თამაში "The best" 

2013 წლის 31 მაისი სკოლა "რუსთველში" განსაკუთრებული დღე იყო. 
სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში "The best", რომელშიც 
მონაწილეობა მიიღეს მე-9 კლასის მოსწავლეებმა. ღონისძიება 
მუსიკალურად გააფორმა სკოლა "რუსთველთან" არსებულმა ვაჟთა 
ვოკალურმა გუნდმა თინათინ როსტიაშვილის ხელმძვანელობით, 
ასევე სკოლა რუსთველის ბენდმა და პატარა მოცეკვავეებმა. 
გამოვლინდა გამარჯვებული , ეს გახლავთ მე-9 კლასის მოსწავლე 
ანა დემეტრაშვილი. 


სიახლე
 
გაზაფხული წელიწადის ოთხ დროს შორის ერთ-ერთი 
უმშვენიერესი დროა. მარტის თვეში აღინიშნება დედის დღე , 
რომელსაც ჩვენ ქალბატონები დიდი სიხარულით ველოდებით. 2013 წლის 1 მარტს კერძო სკოლა,, რუსთველის” 4 გ კლასის 
მოსწავლეებმა ჩაატარეს დედის დღისადმი მიძღნილი ღონისძიება



სიახლე
 
2012 წლის 4 მაისს ქ. რუსთავის კერძო სკოლა ,,რუსთველის" III გ 
კლასის მოსწავლეებმა შ. რუსთაველის #1 საქალაქო-საბავშვო 
ბიბლიოთეკაში ჩაატარეს ღონისძიება სახელწოდებით ,,წიგნები 
აზრის ხომალდებია" . ბავშვები საუბრობდნენ წიგნის საჭიროებაზე .
 XXI საუკუნეში, როდესაც კომპიუტერი ასეთი პოპულარობით 
სარგებლობს, როდესაც გამოიგონეს ელექტრონული წიგნები,
 წიგნი თავის როლსა და ფუნქციას მაინც არ კარგავს. ღონისძიებას 
ალამაზებდა სტამბაში და ბიბლიოთეკაში გადაღებული ფოტო მასალა.
ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ სიგელებით დააჯილდოვა ,
 როგორც პატარები ასევე მათი დამრიგებელი ინგა პეტრიაშვილი 


სკოლა “რუსთველმა” ავტორიზაცია გაირა  

სიახლე

                გავაცილეთ ზამთარი და აი,  როგორც იქნა დადგა წელიწადის  ულამაზესი დრო – გაზაფხული. მოვიდა გაზაფხული და მოიტანა სითბო, სილამაზე…

     სწორედ გაზაფხულსა და გაზაფხულის დღესასწაულებს _ დედისა და ქალთა დღეს  მიეძღვნა ღონისძიება  „ყვავილების მეჯლისი“, რომელიც  ამა წლის 12მარტს  ჩატარდა სკოლა „რუსთველში“.  II გ (კლ. ხელ-ლი: მაია თევდორაშილი)   და   II დ  (კლ. ხელ-ლი:  ნანა გოგილაშვილი) კლასებმა  ერთად წარუდგინეს თავი მაყურებელს.  ბავშვებმა გააცოცხლეს ყვავილები და ფრინველები. თავი გამოიჩინეს ლექსებით, გამონათქვამებით, სიმღერებითა და ცეკვებით.

    მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექცია კმაყოფილნი დარჩნენ ბავშვების შემოქმედებით.

სიახლე

 III ე კლასის მოსწავლეებმა საბამ, ნუცამ, მარიამმა, ლევანმა, ანუკიმ, ლუკამ ლაშამ რობერტიმ და ლაშამ 2012 წლის 9 მარტს გამართეს” დედის დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიება, თითოეული ჩვენთაგანისთვის უახლესი და ყველაზე ძვირფასი ადამიანის დღე. დედა- ეს სიტყვა ყველაფერს უდრის: სიცოცხლეს,სითბოს,სიხარულს,მზეს,დედამ მოგვავლინა ამ ქვეყნად და გვაჩუქა ყველაზე ძვირფასი,რაც გაგვაჩნია-სიცოცხლე! ვერ შეედრება ქვეყნად ვერცერთი ძალა,ქალში გაჩენილ უმანკო სუნთქვას,დედობა ჯილდოდ იბოძებია უფალს,თქვენს გულის ნადებს და მწუხარებას. დედაზე კარგად ვერავინ გაიგებს და რომ შეეძლოს  თქვენ სატარებელს  საკუთარ მხრებზე დაიდებს.
ვულოცავთ ყველა მანდილოსანს , დედას და მომავალ დედას-ამ ლამაზ დღეს,  ყველა ადამიანს ვულოცავთ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი ადამიანის -დედის დღეს.

კლ. ხელ-ლი: ელისო მამუკელაშვილი

ქ.რუსთავის კერძო სკოლა”რუსთველის III გ კლასის მოსწავლეებმა 9 მარტს ჩაატარეს საგაზაფხულო ზეიმი. მათ გაზაფხულის მშვენება ლექსებითა და სიმღერით აღწერეს. მასწავლებლები და მშობლები კმაყოფილები დარჩნენ ბავშვების შემოქმედებით.
ზეიმის დასასრულს იებითა და თავიანთი ხელით მომზადებული მისალოცი ბარათებით მიულოცეს დედიკოებს 3 მარტი.

სიახლე

2011 წლის 29თებერვალს ქ. რუსთავის კერძო სკოლა “რუსთველის” XI ა კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ბიოლოგიური კონფერენცია თემაზე “ადამიანის ორგანიზმის საიდუმლოებანი” მასწავლებელი: ნ. ბაცანაძე

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო:
1. მოაზროვნე ორგანო (ტვინი)
2. ცოცხალი ძრავა (გული)
3. მაცოცხლებელი სითხე ( სისხლი)
4. უნივერსალური ფილტრი (თიკმელები)
კონფერენცია ესწრებოდნენ 
დირექტორი: ზ. კიკნაველიძე ;
სასწ. ნაწილი: ნანული ლოლაძე
მონიტორინგის საბჭოს თავჯდომარე: დ. ჟონჟოლაძე
გაზეთ”რუსთველის რედაქტორი: მ. თათარაშვილი
მასწავლებლები: ლ.მღებრიშვილი
ნ. რატიანი

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული სლაიდ -შოუები. კონფერენცია წარმატებით ჩატარდა.


სიახლე
 

 სკოლა "რუსთველის" 1 ბ კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის 
თამარ გონგლაძის დახმარებით ხელოვნების გაკვეთილზე ჩაატარეს
 თოჯინების თეატრი სახელწოდებით "ოქროს თევზი". 
გაკვეთილის თემა იყო "ჩვენ გვიყვარს თეატრი" . პატარებმა 
საკუთარი ხელებით მოამზადეს თოჯინები, მოიფიქრეს სცენარი
 და დიდი მონდომებით გადმოსცეს სპექტაკლის პერსონაჟების ხასიათი.


სიახლე

 
 ერთი ლამაზი საღამო

სასწავლო  წლის მიწურულს,  2011 წლის 26 დეკემბერს, კერძო სკოლა „რუსთველის“ სააქტო დარბაზში გაიმართა  სამუსიკო სტუდიის მოსწავლეთა აკადემიური კონცერტი. (ხელმძღვანელი ქ–ნი მანანა გელაშვილი), რომლის პროგრამაც საკმაოდ მრავალფეროვანი გახლდათ. მოსწავლეები მაღალპროფესიონალურ დონეზე ასრულებდნენ როგორც კლასიკურ, ასევე ქართულ ხალხურ ნაწარმოებებს.


მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ნორჩმა პიანისტებმა: ანა მილაძემ, მარიამ ჯიოშვილმა, ევა საბიაშვილმა (პედ. მანანა გელაშვილის კლასი), ხალხურ საკრავთა ორკესტრმა და სოლისტებმა: გეგა ხიმშიაშვილმა, გიორგი მარგველანმა, დავით ბუტიკაშვილმა, ზოია კასრაძემ  (ხელმძღვანელი თეა ნაცვალაძე). წარმატებით წარსდგნენ მსმენელის წინაშე პატარა ვოკალისტები: მოსე, ზოია და მარიამ კასრაძეები, გეგა ხიმშიაშვილი, ანა მილაძე, თაია ბეგაშვილი, ელენე ბახტურიძე, ევა საბიაშვილი და სხვ. (პედაგოგი ლალი კაპანაძე, კონცერტმეისტერი ლიანა კირაკოსიანი). კონცერტის მსვლელობას დიდი ხიბლი და ტემპერამენტი შესძინა ქორეოგრაფიული განყოფილების მოსწავლეთა გამოსვლამ (პედ. ესმა მუნჯიშვილი). მათ შეასრულეს ცეკვები აჭარული და სამაია.


და აი, კიდევ ერთი საკმაოდ შთამბეჭდავი და ლამაზი საღამო შესდგა. დაე, კიდევ მრავალი ლამაზი კონცერტი გამართულიყოს მომავალ 2012 წელს და წარმატებული ყოფილიყოს ისინი სკოლა „რუსთველისთვის“.



სიახლე


  პროექტი ,,ჩვენი სკოლა"
პროექტი წარმოადგინეს 9 ა და 9 ბ კლასის მოსწავლეებმა.
პროექტს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ 
ცნობილაძე. დამზადდა ბუკლეტები, კედლის გაზეთები ინტერვიუები.
ორივე კლასმა პარმოადგინა პროექტი, გაიმართა საინტერესო მსჯელობა.
პროექტის განხილვას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები,
თვითმართველობის წევრები და სკოლის დირექცია . 
პროექტის განხილვამ საინტერესოდ ჩაიარა.
 
სიახლე

 

            სკოლა ,, რუსთველში” 9 ა კლასის მოსწავლეების და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის თამარ ცნობილაძის ინიციატივით ჩატარდა დისკუსია ქალისა და მამაკაცის უფლებებზე. საღამომ საინტერესოდ ჩაიარა. 9 ა კლასის მოსწავლემ მაგული დავითაძემ წარმოადგინა თემა ,,შერეული ქორწინება”. გაიმართა საინტერესი დისკუსია, მოსწავლლეებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი. საღამოს ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები და ადმონისტრაცია.

 სიახლე


 მხიარული ესტაფეტა.

ქ. რუსთავის კერძო სკოლა ,,რუსთველის" ჩატარდა მხიარული 
ესტაფეტა. მონაწილეობა მიიღეს IV-ბ კლასის გუნდმა "სიმბამ" და 
IVა – IV გ "შევარდენი". 
 გაიმარჯვა გუნდმა "სიმბამ" . გამარჯვებული გუდი დაჯილდოვდა 
თასით

სიახლე

ახალი წელია , თოვლი გვესალმება, თოვლიც გვესალმება ციდან…

საახალწლო განწყობის შესაქმნელად სკოლა “რუსთველში” მოეწყო

საშობაო ღონისძიებები და გამოფენები.

სიახლე

მე მიყვარს შენი ასტების ფერი და ღვინის ფერი შემოდგომაში…


სკოლა “რუსთველში” დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის დადგომა

ღონისძიებებითა და კედლის გაზეთების გამოფენით აღნიშნეს.

სიახლე

ჭადრაკის ტურნირი

ქ. რუსთავის სკოლა ”რუსთველში” 14-15 ნოემბრს ჩატარდა მოსწავლეთა შორის

ჭადრაკის ტურნირი. მისი ორგანიზება დაევალა თვითმართველობის წევრებს

ლელა მაჭარაშვილს და ქეთა ცერცვაძეს. ტურნირს ხელმძღვანელობდა ჭადრაკის

პედაგოგი კობა ფანიაშვილი. მონაწილეობა მიიღეს I-IV კლასის მოსწავლეებმა.


სიახლე

I -ბ კლასი

2011 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავის კერძო სკოლა

„რუსთველის“ I -ბ კლასმა ანბანის შემობრძანება იზეიმა. კლასმა

უამრავ სტუმარს უმასპინძლა, გაკვეთილმა  უჩვეულო ფორმითა და

 ხალისით ჩაიარა, გაკვეთილმაც და ბავშვებმა სტუმრების დიდი

მოწონება დაიმსახურა, ეს დღე მათთვის განსაკუთრებული და

                                                       დაუვიწყარი იქნება ყოველთვის.                                                                                                                                                                                                                                                                                                                           

სიახლე

III დ კლასი

7 დეკემბერმა III დ კლასში უჩვეულოდ ჩაიარა ; კლასის ხელმძღვანელმა სოფიო წიკლაურმა და მისმა მოსწავლეებმა სკოლის დირექციას, პედაგოებსა და მშობლებს უმასპინძლა–ღია გაკვეთილზე, რომელიც ქართულ ენაში ჩატარდა. ღია გაკვეთილის თემა იყო ალ.მირიანაშვილის მოთხრობა,,ჯერ მტერი, მერე მოყვარე”
გაკვეთილი ძალიან  ლამაზი და სახალისო აქტივობები იყო დატვირთული. პედაგოგმა ბავშვები სიურპრიზითაც გაახარა. გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა.
ამ გაკვეთილზე ყველამ ძალიან ისიამოვნა.

დამრიგებელი:  სოფიო წიკლაური

სიახლე

3 ბ კლასი


2011 წლის 30 ნოემბერს ქ. რუსთვის კერძო სკოლა ,,რუსთველის” 3 ბ კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღია გაკვეთილი მათემატიკაში.
მოსწავლეებმა გამოავლინეს შესწავლილი მასალის ღრმა ცოდნა. გვქონდა სახალისო დავალებები. გაკვეთილი გაჯერებული იყო  აქტივობებით, სადაც ბავშვებმა გამოავლინეს საგნისადმი სიყვარული. მშობლები და მოწვეული სტუმრები კმაყოფილნი დარჩნენ ბავშვების ცოდნით.

დამრიგებელი : ხათუნა შარაშენიძე

სიახლე

                                                                         

                                                                          II– გ    კლასი

              30 ნოემბერს სტუმრებს – სკოლის დირექციას, პედაგოგებსა და მოსწავლეების მშობლებს უმანსპინძლა II– გ კლასმა, რომელმაც ღია გაკვეთილი ჩაატარა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ღია გაკვეთილის თემა იყო ,,ტყე შეუნახე შვილებსა”.გაკვეთილი იყო მრავალფეროვანი, აქტივობებით დატვირთული, სლაიდ–შოუთი გაფორმებული. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა.გაკვეთილის შემდეგ პატარებმა ჩურჩხელები ამოავლეს. ასე გააცილეს მათ ოქროსფერი შემოდგომა.

კლ.დამრიგებელი: მაია თევდორაძე

სიახლე

 3 გ კლასი

            2011 წლის 21 ოქტომბერს ქ. რუსთავის კერძო სკოლა ,, რუსთველის” 3 გ კლასის მოსწავლებმა ჩაატარეს საშემოგდომო ღონისძიება.

              ზეიმი ჩატარდა ერთ–ერთი მოსწავლის სახლის ეზოში. ბავშვებმა შემოგდომას მიუძღვნეს ბევრი ლამაზი ლექსი და სიმღერა, თავიანთი ხელით მოადუღეს თათარა, ამოავლეს ჩურჩხელები და დაკიდეს ხარიხაზე, დაკრიფეს ყურძენი,ბროწეული, კარალიოკი და კომში.  ბავშვებმა თავიანთი ხელით გაშალეს სუფრა და შემდეგ ყველა გემრიელად მიირთმევდა შემოდგომის ნობათს.
           

                                                                    კლ.დამრიგებელი: ინგა პეტრიაშვილი

სიახლე

                                                                                3 გ კლასი

              2011 წლის 25 ნოემბერს სკოლა ,,რუსთველში” 3 გ კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
               ღია გაკვეთილის თემა იყო ,,ვაზი და გლეხკაცი”. გაკვეთილზე ბავშვებმა საკმაოდ კარგი ცოდნა გამოავლინეს ვაზის შესახებ. იყო ჯგუფური სამუშაოები. ბავშვებმა დაკრიფეს ყურძენიმასწავლებლის მიერ ხელოვნურად გაკეთებულ ხეივანზე.კომპიუტერის დახმარებით ნახეს ნაყვეტი ფილმიდან,, ჯარისკაცის მამა”, იყო ფოტოები თემიდან გამომდინარე.